საწვავის საფასურს როგორ ვიხდი?
ვაიზის ყველა ტრანზაქცია ციფრულად, უსაფრთხო და მოსახერხებელი მობილური აპლიკაციის საშუალებით ხდება. გადახდის მეთოდის დამატება მხოლოდ ერთხელ, დასაწყისში დაგჭირდება.
შემიძლია ვაიზით აპლიკაციის გადმოწერის გარეშე ვისარგებლო?
არა–ვაიზის ყველა ტრანზაქცია ციფრულად, უსაფრთხო და მოსახერხებელი მობილური აპლიკაციის საშუალებით ხდება, ამგვარად, საბანკო ბარათები და ქვითრები აუცილებელი აღარ არის. საწვავის მომარაგების გონივრულად დაგეგმვა რომ გაგიადვილდეს, ჩასხმების სტატისტიკისთვის თვალყურის დევნება პირდაპირ აპლიკაციიდან შეგიძლია და ამასთანავე, გეოლოკაციის გამოყენებით, ვაიზი უახლოეს სადგურამდე მისვლაშიც გეხმარება.
რამდენად უსაფრთხოა ვაიზის აპლიკაცია?
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ აპლიკაცია მაქსიმალურად უსაფრთხო და საიმედო გავხადოთ. თიბისი, ვაიზის ოფიციალური ფინანსური პარტნიორი, PCI DSS უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.
რომელი ბარათების დამატება შემიძლია ვაიზის აპლიკაციაში?
ვაიზის ყველა მსხვილი საბანკო ბარათის, Mastercard-ის და Visa-ს მხარდაჭერა აქვს.
როგორ ჩავასხა საწვავი ვაიზის აპლიკაციით?
აპლიკაციით სარგებლობა ორჯერ ორივით მარტივია:
- დარეგისტრირდი და გამოიწერე
აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, მონაცემების შეყვანა მხოლოდ ერთხელ, დასაწყისშია აუცილებელი. გამოწერიდან პირველი 7 დღე უფასოა.
- დაასკანერე და ჩაასხი
ბარათის დამატებიდან, ყველა ტრანზაქცია აპლიკაციით ხდება. საწვავის ჩასასხმელად მხოლოდ შერჩეულ სადგურზე QR კოდის დასკანერებაა საჭირო. თუ ტელეფონზე ადგილმდებარეობის სერვისები ჩართულია, კოდის დასკანერება აუცილებელი არ არის. სმარტფონი, “ჩასხმის დაწყების” დაჭერის შემდეგ, ადგილმდებარეობის შესაბამისად, თავად აფიქსირებს საწვავის ხელმისაწვდომ გამშვებებს.
- გადაიხადე აპლიკაციით
საწვავის ჩასხმისას, მოცულობას თავად, გამშვების საშუალებით აკონტროლებ. ყოველი ჩასხმის დროს, ანგარიშზე მინიმუმ 15 ლარი და მაქსიმუმ 200 ლარი დაგებლოკება. ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, შეძენილი მოცულობის საფასური მოგეჭრება და განსხვავება შესაბამის ბარათზე დაგიბრუნდება.
როგორ ავირჩიო საწვავის სასურველი მოცულობა?
წინასწარ არაფრის გაკეთება არ დაგჭირდება; ჩასხმის პროცესში, პისტოლეტით შეაჩერე ჩასხმა სასურველ ოდენობაზე.
რა ტიპის საწვავის შეძენა შემიძლია ვაიზის აპლიკაციით?
ვაიზის სადგურებზე 2 ტიპის საწვავი დაგხვდება: პრემიუმ 95 და ევრო დიზელი.
ვის დავუკავშირდე, თუ აპლიკაციასთან პრობლემები შემექმნა?
დაგვიკავშირდი WhatsApp-ით და ჩვენი მხარდაჭერის გუნდის წევრი შეძლებისდაგვარად მალე გიპასუხებს.
რისთვის სჭირდება ვაიზის აპლიკაციას ადგილმდებარეობის ნებართვა?
ვაიზის უახლოეს სადგურამდე დამატებითი რუკების გარეშე რომ მიხვიდე, აპლიკაცია ადგილმდებარეობის სერვისებს იყენებს. თრექინგი მხოლოდ აპლიკაციის გამოყენებისას ხდება და სასურველი პარამეტრების არჩევა ნებისმიერ დროს, პარამეტრებიდან შეგიძლია.
რატომ ითხოვს ვაიზის აპლიკაცია კამერის გამოყენების და ფაილების შენახვის ნებართვას?
ეს ფუნქცია ვაიზის სადგურზე QR კოდის დასასკანერებლად გამოგადგება. კამერა მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიყენება.
რატომ ითხოვს ვაიზის აპლიკაცია შეტყობინებების გამოგზავნის ნებართვას?
შეტყობინებების ნებართვა ვაიზის აპლიკაციის გამართული მუშაობისთვისაა აუცილებელი. საწვავის ჩასხმისას, დისპენსერი შენს ტელეფონთან ჩუმი შეტყობინებებით ახდენს კომუნიკაციას (მაგ. შეტყობინება ჩასხმის დასრულების შესახებ).
რისთვის არის დამატებითი PIN უსაფრთხოება პარამეტრებში?
შეგიძლია თავად გადაწყვიტო, გსურს თუ არა დამატებითი უსაფრთხოება საწვავის ჩასხმის პროცესისთვის. ჩვენ გირჩევთ რომ გაააქტიურო ეს ნაბიჯი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ტელეფონზე უკვე გაქვს ზოგადი უსაფრთხოების კოდი, თითის ანაბეჭდი ან სახის ამოცნობა, შეგიძლია ეს ნაბიჯი გამოტოვო.
სად შემიძლია ქვითრების ნახვა?
ყოველი ტრანზაქციის ქვითარი აპლიკაციაში ინახება და მათი ნახვა მთავარი გვერდიდან “ქვითრების” არჩევით შეგიძლია. ამავე სექციიდან საწვავის მოხმარების სტატისტიკის შემოწმებაც შეგიძლია. ქვითრები მოდულების მიხედვითაა დაყოფილი და აპლიკაციიდან მათი გახსნა, გადმოწერა და ელ.ფოსტით გაგზავნაა შესაძლებელი.
როგორ შევცვალო პაროლი?
პაროლის შესაცვლელად, აირჩიე პარამეტრები > პაროლის შეცვლა და მიჰყევი ელ.ფოსტით მიღებულ ინსტრუქციას.